თეგი: კრეისერი მოსკვა

პენტაგონი: რუსულ კრეისერზე აფეთქება მოხდა, მიზეზი არ ვიცით, თუმცა ვერც უკრაინის ვერსიას უარვყოფთ

აშშ-ს ახლა არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ დაადასტუროს, რამ გამოიწვია რუსეთის ფედერაციის ფლოტის კრეისერ „მოსკვაზე“ მომხდარი, თუმცა ვერც უკრაინის ვერსიას უარვყოფთ, - ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ MSNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ვიცით, რომ მოხდა აფეთქება, იმ ფოტოების მიხედვით რომელსაც ვფლობთ. აფეთქება სერიოზული იყო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა გახდა ამის მიზეზი“, - განაცხადა კირბიმ. კირბი ამბობს, რომ ხომალდს დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია და ის, სავარაუდოდ, სევასტოპოლში გაჩერდება სარემონტოდ. მისივე თქმით, ხომალდი ოდესიდან სამხრეთით, 96 კმ-ში იყო, რამდენიმე სხვა რუსულ გემთან ერთად. „აფეთქება საკმარისად ძლიერი იყო“, - ამბობს კირბი. რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. 14 აპრილს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კრეისერ „მოსკვაზე“ ხანძრის კერა ლოკალიზებულია და ძირითადი სარაკეტო შეიარაღება არ დაზიანებულა. „იგეგმება კრეისერის ბუქსირით პორტში გადაყვანა“. არიან თუ არა კრეისერზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები ან დაღუპულები, ამ საკითხს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში არ აზუსტებენ. კრეისერის ბორტზე სავარაუდოდ, ეკიპაჟის 680 წევრი იმყოფებოდა. ასევე წაიკითხეთ  რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომზე შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის ფლაგმან „მოსკვაზე“ მომხდარი აფეთქება

CNN: პენტაგონის მაღალჩინოსნის განცხადებით, კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ადასტურებს, რომ კრეისერ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა, - ამის შესახებ CNN წერს. პენტაგონის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის ფლოტის ფლაგმანის ჩაძირვა სწორედ ამ სარაკეტო დარტყმებმა გამოიწვია. დღეს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა კრეისერ „მოსკვაზე“ მომხდარ აფეთქებას პენტაგონი პირველად 14 გამოეხმაურა. „რუსულ კრეისერზე აფეთქება მოხდა, მიზეზი არ ვიცით, თუმცა ვერც უკრაინის ვერსიას უარვყოფთ“, - განაცხადა ჯონ კერბიმ.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა.  რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. ასევე წაიკითხეთ  მედია: კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა რუსეთის თავდაცვის უწყება: კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა  როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა

მედია: „მოსკვაზე“ მყოფი წვევამდელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, კრეისერი „მოსკვას“ ეკიპაჟი სრულად იყო ევაკუირებული. ამასთან სამგლოვიარო ცერემონიაზე მიიტანეს ყვავილების გვირგვინი წარწერით „კრეისერ „მოსკვას“ და მის მეზღვაურებს. მანამდე კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია კრეისერ „მოსკვაზე“ აფეთქების შემდეგ მეზღვაურების გაუჩინარების შესახებ. 17 აპრილს რუსული სოციალური ქსელის, VKontakte-ს მომხმარებელმა, დმიტრი შკრებეცმა დაწერა, რომ მისი ვაჟი, ეგორი, კრეისერ „მოსკვაზე“ მსახურობდა: „ჩემი წვევამდელი ვაჟი, როგორც კრეისერ „მოსკვას“ უშუალო მეთაურებმა შემატყობინეს, დაღუპულთა და დაჭრილთა შორის არ არის და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაშია შეყვანილი. წვევამდელი, რომელსაც არ უნდა მიეღო მონაწილეობა საომარ მოქმედებებში, დაკარგულად ითვლება. ხალხნო, უგზო-უკვლოდ ღია ზღვაში დაიკარგა?!" მამა წერს, რომ შვილის შესახებ მონაცემების დაზუსტების მცდელობის შემდეგ კრეისერის მეთაურმა და მისმა მოადგილემ მასთან ურთიერთობა შეწყვიტეს: „პირდაპირ ვკითხე, რატომ ხართ ცოცხლები თქვენ, ოფიცრები, ხოლო ჩემი ვაჟი, წვევამდელი, დაღუპული?!” დმიტრი შკრებეცის ინფორმაციით, მისი ვაჟი ეგორ შკრებეცი გემზე კოკად (მზარეულად) მსახურობდა. რუსულ გამოცემა The Insider-თან საუბარში ეგორ შკრებეცის დედა ამბობს, რომ მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ჰოსპიტალში, სადაც „მასკვაზე“ დაშავებულები გადაიყვანეს, თუმცა იქ მხოლოდ 200 ადამიანი იყო, მაშინ როდესაც ხომალდის ეკიპაჟი 500 მეზღვაურისგან შედგებოდა. „ყველა დამწვარ ბავშვს დავხედეთ. ვერ გეტყვით, როგორ მძიმე იყო, მაგრამ ჩემი ვერ ვიპოვე. მხოლოდ ორასი იყვნენ, როდესაც გემზე 500-ზე მეტი იყო. სად არიან დანარჩენები? ვეძებეთ კრასნოდარშიც და ყველგან, სადაც შეიძლება, ყველგან დავრეკეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ“, – ამბობს ირინა შკრებეცი. 17 აპრილს რუსულ მედიაში, სოცქსელებზე დაყრდნობით ინფორმაცია კრეისერ „მოსკვაზე“ მყოფი კიდევ ერთი მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ. ყლიანა ტარასოვამ  VKontakte-ში დაწერა, რომ მისი შვილი მარკ ტარასოვი კრეისერ „მოსკვაზე“ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მათი ოჯახის ახლობელმა რუსულ მედიას დაუდასტურა, რომ მარკ ტარასოვი 2021 წლის დეკემბრიდან კრეისერზე მსახურობდა. 16 აპრილს უკრაინული პროექტის „სქემების“ ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია კრეისერ „მოსკვას“ მიჩმანის ივან ვახრუშევის დაღუპვის შესახებ. ინფორმაცია მედიას, მისმა ცოლმა დაუდასტურა. 17 აპრილს, პროექტმა „ნოვაია გაზეტა ევროპამ“ გაავრცელა ქალის მონოლოგი, რომლის შვილიც კრეისერზე მსახურობდა. ქალი წერს, რომ 15 აპრილს შვილთან დაკავშირება შეძლო, რომელმაც აცნობა, რომ „კრეისერზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ 40-მდე ადამიანი დაიღუპა“, არიან დაჭრილები, ხოლო რამდენიმე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. პროექტი „ნოვაია გაზეტა ევროპა“ მონოლოგის ავტორი ქალის და მისი შვილის ვინაობას არ ასაჯაროებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა.  რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. 15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა მოგვიანებით, პენტაგონის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა.  ასევე წაიკითხეთ  მედია: კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა რუსეთის თავდაცვის უწყება: კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა  როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა  

მედია: კრეისერ „მოსკვაზე“ აფეთქებისას დაიღუპა 37 ადამიანი, დაშავებულია ეკიპაჟის 100-მდე წევრი

ჩაძირული კრეისრის „მოსკვას“ ეკიპაჟის 37 წევრი დაიღუპა. ამის შესახებ Medyza შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით დაშავებულია ეკიპაჟის 100-მდე წევრი, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები. მათი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. კრეისერზე 500 ადამიანი იმყოფებოდა. დღეს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კრეისერ „მოსკვაზე“ ეკიპაჟის 40 წევრის დაღუპვისა და რამდენიმეს უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ.   რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა.  რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. 15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა მოგვიანებით, პენტაგონის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა.  ასევე წაიკითხეთ მედია: „მოსკვაზე“ მყოფი წვევამდელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს

მედია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კრეისერ „მოსკვაზე“ ერთი ადამიანის დაღუპვაზე იუწყება

კრეისერ „მოსკვაზე“ ხანძრის შემდეგ 27 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, ერთი კი დაიღუპა. ამის შესახებ, რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. „13 აპრილს, საბრძოლო მასალების დეტონაციის გამო გაჩენილი ხანძრის შედეგად, კრეისერი „მოსკვა“ სერიოზულად დაზიანდა. ეკიპაჟმა ხანძრის ჩაქრობა ვერ შეძლო. კრეისერის გადარჩენის მცდელობისას დაიღუპა ერთ ადამიანი, ხოლო ეკიპაჟის 27 წევრი უგზო-უკვლოდაა დაკარგული“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. უწყების ცნობით, ეკიპაჟის 396 წევრი ევაკუირებულია კრეისერიდან და სევასტოპოლშია გადაყვანილი. 18 აპრილს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კრეისერ „მოსკვაზე“ ეკიპაჟის 40 წევრის დაღუპვისა და რამდენიმეს უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა.  რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. 15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა მოგვიანებით, პენტაგონის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა.  ასევე წაიკითხეთ მედია: „მოსკვაზე“ მყოფი წვევამდელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს მედია: კრეისერ „მოსკვაზე“ აფეთქებისას დაიღუპა 37 ადამიანი, დაშავებულია ეკიპაჟის 100-მდე წევრი როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა

ჩაძირული კრეისერი „მოსკვა“ უკრაინამ წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ჩაძირული კრეისერ „მოსკვას“ ნამსხვრევები, უკრაინამ წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩაძირული კრეისერი წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის რეესტრშია შეტანილი და შესაბამისი კოდი [2064] აქვს მინიჭებული. „იუნესკოს კონვენციის თანახმად, შავი ზღვის ფსკერზე ადამიანის საქმიანობის ყველა კვალი, ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, უკრაინის საკუთრებაა“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  კრეისერ „მოსკვაზე“ ხანძრის შემდეგ 27 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, ერთი კი დაიღუპა. ამის შესახებ, 22 აპრილს რუსულმა მედიმ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით დაწერა.  18 აპრილს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კრეისერ „მოსკვაზე“ ეკიპაჟის 40 წევრის დაღუპვისა და რამდენიმეს უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა.  რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. 15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა მოგვიანებით, პენტაგონის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა.  ასევე წაიკითხეთ მედია: „მოსკვაზე“ მყოფი წვევამდელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს მედია: კრეისერ „მოსკვაზე“ აფეთქებისას დაიღუპა 37 ადამიანი, დაშავებულია ეკიპაჟის 100-მდე წევრი როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა მედია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კრეისერ „მოსკვაზე“ ერთი ადამიანის დაღუპვაზე იუწყება

რუსეთმა კრეისერ „მოსკვას" ჩაძირვიდან ოთხი თვის შემდეგ, მეხუთე მეზღვაურის სიკვდილი დაადასტურა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვიდან ოთხი თვის შემდეგ, უფროსი მიჩმანის დიმიტრი ჩერმისკინის გარდაცვალება დაადასტურა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი „ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ“ გარდაცვლილის მეუღლის, ნადეჟდა მერზლიაკოვაზე დაყრდნობით იტყობინება.  „11 აგვისტოს მათ გარდაცვალების მოწმობა გადმომცეს“, - განაცხადა მიჩმანის მეუღლემ. მანამდე დიმიტრი ჩერმისკინი დაკარგულად ითვლებოდა,- ნათქვამია შეტყობინებაში. კრეისერ „მოსკვაზე“ ხანძრის შემდეგ 27 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, ერთი კი დაიღუპა. ამის შესახებ, 22 აპრილს რუსულმა მედიმ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით დაწერა.  18 აპრილს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კრეისერ „მოსკვაზე“ ეკიპაჟის 40 წევრის დაღუპვისა და რამდენიმეს უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა.  რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. 15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა მოგვიანებით, პენტაგონის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა.  ასევე წაიკითხეთ მედია: „მოსკვაზე“ მყოფი წვევამდელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს მედია: კრეისერ „მოსკვაზე“ აფეთქებისას დაიღუპა 37 ადამიანი, დაშავებულია ეკიპაჟის 100-მდე წევრი როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა მედია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კრეისერ „მოსკვაზე“ ერთი ადამიანის დაღუპვაზე იუწყება